ახალი ამბები

კარასინი სოხუმს სტუმრობდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 19–20 დეკემბერს სოხუმს სტუმრობდა, სადაც შეხვდა სეპარატისტული რეგიონის ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს და სხვა ხელმძღვანელ პირებს.

“განიხილებოდა რუსულ–აფხაზური ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და ასევე რეგიონალური და საერთაშორისო თემატიკა ორ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ურთიერთქმედების განმტკიცების ამოცანების კონტექსტში“, – იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება 21 დეკემბერს.

კარასინის სტუმრობამდე ოთხი დღით ადრე, სოხუმში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი იმყოფებოდა.

 

მსგავსი/Related

Back to top button