ახალი ამბები

საქსტატი: მშპ-ის ზრდამ 2011 წლის მესამე კვარტალში 7.5%-ი შეადგინა

2011 წლის მესამე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რეალურმა ზრდამ  7.5% შეადგინა წინა წლის შესაბამისი პერიოდის მიმართ; 2011 წლის მეორე კვარტალში  ზრდა 4.7% იყო, „საქსტატის“ მიერ 19 დეკემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად.

იანვარ–სექტემბერში მშპ–ს რეალურმა ზრდამ 6.2% შეადგინა წინა წლის შესაბამისი პერიოდის მიმართ, განაცხადა „საქსტატმა“.

მრეწველობამ და ვაჭრობამ მესამე კვარტალში ქვეყნის მშპ–ს მესამედზე მეტი შეადგინა – შესაბამისად, 18.3% და 17.2%–ით; შემდეგ მოდის ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 11%–ით და სახელმწიფო მმართველობა – 12.2%–ით; სოფლის მეურნეობა – 9.3%; მშენებლობა – 7.3%.

მესამე კვარტალში ფინანსური სექტორის ზრდამ 24% შეადგინა წინა წლის შესაბამისი პერიოდის მიმართ, ხოლო სამთო მომპოვებელ მრეწველობაში 6.2%–იანი კლება დაფიქსირდა, 2011 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებული 13.6%–იანი კლების შემდეგ. 

Back to top button