ახალი ამბები

ევროკავშირი რუსეთს: ‘ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა შესრულდეს’

საქართველო იმ საერთაშორისო და რეგიონალურ საკითხებს შორის იყო, რომლებიც 15 დეკემბერს ბრიუსელში ევროკავშირი–რუსეთის სამიტზე იქნა განხილული, განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ.

„რაც შეეხება საქართველოს, ევროკავშირი მიესალმება კომპრომისის სულისკვეთებას, რამაც რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებაზე ორმხრივი შეთანხმება შესაძლებელი გახადა. ვიმედოვნებ, ამაზე აგება შეიძლება. ამ კონტექტსში, საჭიროა, რომ შესრულდეს  2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები“, – განაცხადა მან ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟოზე მანუელ ბაროზოსთან და რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან ერთობლივი პრესკონფერენციის გახსნისას.

 

Back to top button