ახალი ამბები

სეპარატისტულ აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნები 10 მარტს გაიმართება

სეპარატისტულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის 10 მარტს გაიმართება, იტყობინება "აფსნიპრესი" 12 დეკემბერს.

შესაბამის ბრძანებულებას აფხაზეთის ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა მოაწერა ხელი.

აფხაზეთის ეროვნული კრება 35 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატისგან შედგება და მისი უფლებამოსილების ვადა ხუთი წელია. წინა ე.წ. საპარლამენტო არჩევნები 2007 წლის მარტში გაიმართა.

2012 წლის მარტში აფხაზეთის საპარლამენტო არჩევნების გარდა, 4 მარტისთვის დანიშნულია რუსეთის პრეზიდენტის, ხოლო 25 მარტს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები.

Back to top button