ახალი ამბები

ვაშაძე კლინტონთან შეხვედრის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე აშშ–ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს 8 დეკემბერს ბიუსელში, ნატოს შტაბ–ბინაში შეხვდა.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის რეგიონში შექმნილი ვითარება, საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ნატოში ინტეგრაციის პროცესი.

“რა თქმა უნდა, ვილაპარაკეთ საქართველოზე  და ალიანსის ურთიერთობაზე. იმაზე რა სამუშაო არის ჩასატარებელი ჩვენი მხრიდან და რა ხელშეწყობა გვჭირდება მოკავშირეებისგან, რომ ღირსეულად მივიდეთ ჩიკაგოს სამიტამდე“, – განაცხადა ვაშაძემ ბრიუსელიდან სატელევიზიო კომენტარში.

მისი თქმით, განხილვის ერთ–ერთი მთავარი თემა იყო „ის მოვლენები, რაც რუსეთის ფედერაციაში ვითარდება“.

ვაშაძემ ასევე განაცხადა, რომ ამერიკელ კოლეგასთან იმის საჭიროება განიხილა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობები „გადაიზარდოს უფრო მჭიდრო ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებში“.

მსგავსი/Related

Back to top button