
ახალი ამბები
ნიკა გილაური ნურსულთან ნაზარბაევს შეხვდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური 7 დეკემბერს ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს შეხვდა.
„შეხვედრის დროს ორმხრივი ურთიერთობების, ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხები იქნა განხილული“, – იტყობინება ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური.
ამავე ცნობით, გილაურმა ყაზახეთის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის მოწვევა გადასცა, რათა ის 2012 წელს ოფიციალური ვიზიტით თბილისს ეწვიოს.
ნიკა გილაური ასტანას ორდღიანი სამუშაო ვიზიტით 6 დეკემბერს ესტუმრა, სადაც აეროპორტში მისი ყაზახი კოლეგა კარიმ მასიმოვი დახვდა.