
ახალი ამბები
თბილისის მერი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა
თბილისის მერი გიგი უგულავა ბაქოში იმყოფებოდა, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და დედაქალაქის მერს ჰაჯიბალა აბუტალიბოვს შეხვდა, იტყობინება თბილისის მერია 2 დეკემბერს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური ილჰამ ალიევისა და გიგი უგულავას შეხვედრის შესახებ 28 ნოემბერს იტყობინებოდა, რომლის მიხედვითაც, უგულავამ მიხეილ სააკაშვილის მისალმება გადასცა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, რომელმაც თავის მხრივ ქართველ კოლეგასთან მას მოკითხვა დააბარა.
“აზერბაიჯანი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია, როგორც სავაჭრო, ასევე კულტურულ და სოციალურ საკითხებში, ამიტომ ურთიერთობა სახელმწიფოებს შორისაც და რეგიონალურ დონეზეც ძალიან მნიშვნელოვანია“, – იტყობინება თბილისის მერია უგულავას სიტყვებზე დაყრდნობით.