
ჯიოევა ცხინვალში კრემლის წარმომადგენს ხვდება
ცხინვალში დილიდან სიმშვიდე იყო, თუმცა სეპარატისტული რეგიონიდან გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციური კანდიდატის ალა ჯიოევას მხარდამჭერები დღესვე მოგვიანებით საპროესტო აქციის განახლებას გეგმავენ.
შუაღამის შემდეგ ცხინვალში მთავრობის სახლის წინ შეკრებილმა ჯიოევას მხარდამჭერებმა გაითვალისწინებს მათი ლიდერის მოწოდებები და დაიშალდნენ. 30 ნოემბერს გამართული აქციის დროს სამართალდამცავებმა ჰაერში რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს, რათა, გავრცელებული ინფორმაციით, მომიტინგეთა მთავრობის სახლში შეჭრა აღეკვეთათ.
გუშინ საღამოს ჯიოევა კრემლის აპარატის უფროსის მოადგილეს სერგეი ვინოკუროვს შეხვდა. ეს უკანასკნელი მოსკოვმა ცხინვალში არჩევნების შემდგომი დავის მოგვარების მიზნით გაგზავნა. მოსკოვის მიერ ღიად მხარდაჭერილი კანდიდატი ანატოლი ბიბილოვი, რომელმაც ალა ჯიოევასთან მეორე ტური წააგო, არჩევნების შემდეგ ნაკლებად ჩნდება.
ჯიოევამ განაცხადა, რომ კრემლის წარმომადგენელთან „კონსტრუქციული დიალოგი“ დღეს მოგვიანებით გაგრძელდება.
„იტარ–ტასის“ ინფორმაციით, ჯიოევამ განაცხადა, რომ იგი კომპრომისზე წასვლას და თავის გამარჯვების დაცვაზე უარის თქმას არ აპირებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას 2012 წლის 25 მარტს დანიშნულ განმეორებით არჩევნებზე მონაწილეობის უფლება მიეცემა. მან ოფიციალურად მიმართ უზენაეს სასამართლოს გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება მეორე ტურის შედეგების გაბათილების თაობაზე. უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა, რომ მიიღო ჯიოევას საკასაციო სარჩელი, თუმცა ვერ დააკონკრეტა, როდის დაიწყებს მის განხილვას.
ცხინვალში ვრცელდება ხმები, რომ ხელისუფლება საგანგებო სიტუაციის შემოღებას გეგმავს, თუმცა სეპარატისტული რეგიონის პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ კოკოევმა ეს შესაძლებლობა უარყო, იტყობინება სეპარატისტული მთავრობის საინფორმაციო სააგენტო „რესი“.