skip to content
ახალი ამბები

ჯიოევა ‘არჩევნებზე მიღწეული გამარჯვების დაცვას’ მტკიცედ აპირებს

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერობის ოპოზიციურმა კანდიდატმა ალა ჯიოევამ განუცხადა მხარდამჭერებს 30 ნოემბერს, რომ მან სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელ ლიდერს ედუარდ კოკოითს უთხრა გააუქმოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ბათილად ცნო კვირას გამართული არჩევნების მეორე ტურის შედეგები, რომლის მიხედვითაც არჩევნებს ჯიოევა იგებდა. 

„კავკაზსკი უზელისთვის“ ცხინვალიდან ინფორმაციის მიმწოდებელი ჟურნალისტის ინფორმაცით, ჯიოევამ განაცხადა, რომ მან კოკოითს მთავრობის რეზიდენციაში შეხვედრის დროს უთხრა, რომ მან გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღოს და რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ამაზე ფიქრის დრო არ არის.

ცხინვალიდან გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალურ მოედანზე მთავრობის შენობის წინ ჯიოევას რამდენიმე ასეული მხარდამჭერია შეკრებილი.

გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის დაცვამ რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლაც განახორციელა, რათა შენობაში ხალხის შეჭრა აღეკვეთა.

მანამდე ოთხშაბათს ჯიოევა და მისი ერთ–ერთი მთავარი მხარდამჭერი, ანატოლი ბარანკევიჩი, სეპარატისტული რეგიონის ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, რომელიც კოკოითს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩამოშორდა, ცხინვალში რუსეთის საელჩოში რუს დიპლომატებს შეხვდნენ. 30 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა პოლიტიკურ ძალებს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში, რომ „პატივი სცენ“ რეგიონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას კვირას ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გაბათილების თაობაზე. 

„ჩვენ სერიოზული საუბარი გვქონდა“, – განაცხადა ჯიოევამ რუს დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ, „ჩვენ დახმარება ვთხოვეთ მათ ხალხის არჩევანის დაცვაში. დაგვპირდნენ, რომ ჩვენ მოთხოვნებს რუსეთის ხელმძღვანელობას გადასცემდნენ“.
  

მსგავსი/Related

Back to top button