skip to content
ახალი ამბები

სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში განმეორებითი არჩევნები მარტში ჩატარდება

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომლითაც კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგები ბათილად გამოცხადდა, სეპარატისტული რეგიონის პარლამენტმა განმეორებითი არჩევნების თარიღად 2012 წლის 25 მარტი გამოაცხადა.

რეგიონის ამჟამინდელი ლიდერი ედუარდ კოკოითი მიესალმა, როგორც უზენაესი სასამართლოს, ისე პარლამენტის გადაწყვეტილებებს და მოქალაქეებს სიმშვიდის და კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდა.

კოკოითი არჩევნებში ანატოლი ბიბილოვს უჭერდა მხარს, რომელმაც კვირას გამართული მეორე ტური ოპოზიციურ კანდიდატთან ალა ჯიოევასთან წააგო, რის შემდეგაც 29 ნოემბერს უზენაესმა სასამართლომ მეორე ტურის შეედეგი ბათილად ცნო.

„მე განვაგრძობ პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას და არ დავუშვებ რესპუბლიკაში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ პროვოკაციებს“, – იტყობინება ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით. 

მსგავსი/Related

Back to top button