ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთის ცესკომ არჩევნების მეორე ტური ჩატარებულად გამოაცხადა

სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარებულად გამოცხადდა, რადგანაც საარჩევნო უბნების დახურვამდე ორი საათით ადრე ამომრჩეველთა 60%–ზე მეტმა მისცა ხმა, განაცხადა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.

მეორე ტურის ჩატარებულად გამოცხადებისთვის ამომრჩეველთა სულ ცოტა 30%–ს უნდა მიეღო მონაწილეობა.

სეპარატისტული რეგიონის ცესკოს თავმჯდომარემ ბელა პლიევამ განაცხადა, რომ საარჩევნო უბნებზე რაიმე სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

Back to top button