
ახალი ამბები
სააკაშვილი: ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები დეკემბერში დაიწყება
პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური დეკემბერში ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები გაიხსნება, განაცხადა სააკაშვილმა 22 ნოემბერს ქუთაისში მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე.
„ეს ნიშნავს, რომ წელიწადში, მაქსიმუმ ორ წელიწადში, პრაქტიკულად, თავისუფლად შევა ყველა ჩვენი ექსპორტი ევროპის ბაზარზე. ეს არის გადამწყვეტი და სასიცოცხლო საქართველოს ეკონომიკისთვის“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„სადღაც მარტში, აპრილში ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებას უვიზო მიმოსვლაზე ევროკავშირთან. ჩვენ გავამარტივეთ ვიზები [შეთანხმება ევროკავშირთან]“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი „არის უახლოესი წლების ამბავი“.