ახალი ამბები

აშშ–ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს ეწვევა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დელეგაცია 22-24 ნოემბერს თბილისს ეწვევა და საქართველოს ხელმძღვანელობასთან გამართავს შეხვედრებს.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია პრეზიდენტ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიასა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება, იტყობინება აშშ–ის საელჩო თბილისში.  

დელეგაციის შემადგენლობაში არიან კონგრესმენები: დევიდ დრაიერი, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი კალიფორნიიდან; ედ უიტფილდი,  რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი კენტუკიდან; და დონალდ პეინი, (დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ნიუ ჯერსიდან); აგრეთვე წარმომადგენელთა პალატის სპიკერის აპარატის უფროსი ბარი ჯეკსონი.

Back to top button