
ახალი ამბები
მედვედევმა სოხუმთან და ცხინვალთან საბაჟო შეთანხმებების რატიფიცირების შესახებ კანონს მოაწერა ხელი
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მოსკოვსა და სეპარატისტულ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს შორის „საბაჟო საქმეებში თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების შესახებ“ კანონს მოაწერა ხელი, განაცხადა კრემლმა 20 ნოემბერს.
ეს შეთანხმება, რომელიც კრემლის თქმით, ტვირთების და მგზავრების გადაადგილების გამარტივებას და საბაჟო დარღვევების აღმოფხვრას ისახავს მიზნად, რუსეთსა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის თანამშრომლობის შესახებ ყოვლისმომცველი შეთანხმებების ნაწილია.
ხელმოწერას დაახლოებით ორი კვირით ადრე წინ უძღოდა რუსეთსა და საქართველოს შეთანხმება ვმო–ზე, რაც ვაჭრობის მონიტორინგს ითვალისწინებს, მათ შორის სეპარატისტული რეგიონების სადავო საზღვრების გასწვრივ.