ახალი ამბები

გილაური ბათუმში სომხეთის პრემიერ–მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური 18 ნოემბერს ბათუმში სომხეთის პრემიერ–მინისტრს, ტიგრან სარგსიანს შეხვდა.

პრემიერ–მინისტრი სარგსიანი, რომელიც საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სომხეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს, რომელიც სომხეთ–საქართველოს სამთავრობათაშორისი კომისიის მე–9 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

სომხეთის დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეკონომიკის მინისტრი; ტრანსპორტის და კომუნიკაციების მინისტრი; ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე; ტერიტორიული ადმინისტრაციის მინისტრის მოადგილე; ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე; საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; კულტურის მინისტრის მოადგილე; დიასპორის საკითხებში მინისტრის მოადგილე; ეროვნული უშიშროების სამსახურის დირექტორის მოადგილე და სხვა ოფიციალური პირები.

„სომხეთი არის საქართველოს ერთ–ერთი მთავარი პარტნიორი. ჩვენ შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 40%–ით. სომხეთიდან ტურისტების ყველაზე დიდი რაოდენობა  ჩამოდის საქართველოში. გვაქვს ძალიან კარგი პოლიტიკური ურიერთობა, ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ურთიერთობა. ენერგეტიკულ პროექტებზე ასევე სატრანზიტო პერსპექტივებზე და ტრანსპორტის შესახებ ვილაპარაკეთ“, – განაცხადა გილაურმა.

Back to top button