ახალი ამბები

აშშ სამხრეთ ოსეთის არჩევნებს “არ აღიარებს“

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ის „არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის ლეგიტიმურობას ან შედეგს, რომელიც საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში ჩატარდა“ 13 ნოემბერს.  

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მისი საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში და კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ყველა ვალდებულება შეასრულოს, მათ შორის დააბრუნოს შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს საქართველოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი შესვლა“, – განაცხადა აშშ–ის სახლემწიფო დეპარტამენტმა 14 ნოემბერს.

 

Back to top button