
საქართველოს და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ორმხრივ ურთიერთობებს მიესალმებიან
საქართველოს და ფინეთს „ძალიან კარგი ურთიერთობები და ფართო თანამშრომლობა აქვთ ბევრ სფეროში“, განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერკი ტუომიოიამ თავის ქართველ კოლეგასთან 4 ნოემბერს ჰელსინკში გამართული შეხვედრის შემდეგ.
„მოხარული ვართ მხარი დავუჭიროთ [საქართველოს] ევროპულ მისწრაფებებს და მეტი თანამშრომლობა და უფრო ახლო კონტაქტები ვიხილოთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მათ განიხილეს საქართველოს ურთიერთობები მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთან.
„ჩვენ ერთნაირი შეხედულებები გვაქვს ყველა ამ საკითხზე“ , – განაცხადა ერკი ტუომიოიამ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობები, ასევე საქართველოს ურთიერთობები მის მეზობლებთან.
„ბედნიერი ვარ განვაცხადო, რომ ჩემმა ფინელმა კოლეგამ ძალიან მაღალი შეფასებები მოგვცა, მიესალმა საქართველოს მცდელობებს, რომ რუსეთთან ვმო–ში გაწევრიანებაზე შეთანხმებისთვის მიეღწია; ჩვენ ვუახლოვდებით ამ მომენტს და ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმებას მალე მოეწერება ხელი“, – განაცხადა ვაშაძემ.
ფინეთში 3–4 ნოემბერს ორდღიანი სამუშაო ვიზიტის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა საერთაშორისო განვითარების მინისტრს ჰეიდი ჰაუტალას და ევროპულ საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს ალექსანდერ სტუბს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის დროს ვაშაძემ ჰელსინკში საქართველოს საელჩო გახსნა.