ახალი ამბები

საქსტატი: წლიური ინფლაცია ოქტომბერში 2.3%–მდე შემცირდა

„საქსტატმა“ განაცხადა 3 ნოემბერს, რომ 2011 წლის ოქტომბერში 2010 წლის ოქტომბერთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 2,3% შეადგინა. სექტემბერში წლიური ინფლაცია 4.6%–ს შეადგენდა.

„საქსტატმა“ ასევე აღნიშნა, რომ 2011 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ -0,2% შეადგინა.

საქართველოს წლიურმა ინფლაციამ კლება ივნისიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც მაისში მისმა მაჩვენებელმა 14.3%–ს მიაღწია.

საწვავისა და ტრანსპორტის ფასები წლიური ინფლაციის განმსაზღვრელი მიმართულებები იყო ოქტომბერში, როდესაც სატრანსპორტო მომსახურების ფასები 24.3%–ით, ხოლო საწვავის ღირებულება 14.1%–ით გაიზარდა.

საკვების და უალკოჰოლო სასმელების ფასების ზრდამ ოქტომბერში 1.5% შეადგინა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით; სექტემბერში ეს მაჩვენებელი 5.8% იყო. ფასების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა ხორცზე (21.8%); შაქარზე (10%) და ზეთზე და ცხიმზე (6.7%).

საქართელოს ეროვნულმა ბანკმა ოქტომბერში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით,  7.25%–მდე შეამცირა, განაცხადა რა, რომ წლიური ინფლაციის დონე დაგეგმილზე ნაკლები იყო და მისი შემდგომი კლება იყო მოსალოდნელი.

 

Back to top button