ახალი ამბები

პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა ჩააგდო

პარლამენტმა 28 ნოემბერს ჩააგდო ინიციატივა, რომელიც 2011 წლის 26 მაისის, 2007 წლის 7 ნოემბრის ოპოზიციური საპროტესტო აქციებსა და ტელეკომპანია “იმედთან” დაკავშირებული ფაქტების შესწავლის მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხებოდა.

ამ საკითხის ინიციატორი იყო ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისათვის”, თუმცა მმართველი პარტიის დეპუტატებმა კომისიის შექმნა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.

Back to top button