
ახალი ამბები
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%–მდე შეამცირა
საქართელოს ეროვნულმა ბანკმა 26 ოქტომბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 7.25%–მდე შეამცირა.
განაკვეთი, რომელიც თებერვლიდან 8%–ზე იყო შენარჩუნებული, ივლისში 7.75%–მდე და აგვისტოში 7.5%–მდე შემცირდა.
"საქსტატის" ინფორმაციით, წლიური ინფლაცია აგვისტოში არსებული 7.2%–დან სექტემბერში 4.6%–მდე შემცირდა.