ახალი ამბები

ივანიშვილი პოლიტიკურ გეგმებზე, ქვეყნის მოწყობაზე, საგარეო ურთიერთობებზე და პირად თემებზე საუბრობს

  • ყველანაირად ვცდილობ, რომ აქ კადაფიზაცია არ დაიწყოს;
  • არ უნდა ვითამაშოთ ხელისუფლების თამაში. როგორმე არჩევნებამდე უნდა მივიდეთ;
  • არჩევნებს არსებულ პირობებშიც მოვიგებთ, საარჩევნო გარემოში სულ რომ არაფერი შეიცვალოს;
  • ხელისუფლების შეცვლას ყოველგვარი რევოლუციის გარეშე მოვახერხებთ;
  • თუ სააკაშვილი არჩევნების გაყალბებას მოახერხებს, შევძლებთ მისი არალეგიტიმურობის დამტკიცებას;
  • დღევანდელი ხელისუფლების საკვანძო ფიგურები ახალ მთავრობაში არავითარ შემთხვევაში არ მოიაზრებიან;
  • მერაბიშვილისადმი მიმართვის არსი იყო, რომ თუ ისინი სწორად მოიქცევიან შეეძლებათ შექმნან პარტია, იყვნენ ბიზნესში…;
  • ქმედუნარიანი მთავრობა არ შეუქმნია ხელისუფლებას, ქმედითია მხოლოდ ფულის შეგროვების მექანიზმი ბიუჯეტში;
  • არ გამოვრიცხავ ჩემი დეპორტაცია გადაწყვიტონ, მაგრამ ამით მხოლოდ მდგომარეობას გაიუარესებენ;
  • მთვარიდან ხალხს ვერ მოვიყვან – არსებული პოლიტიკური სპექტრიდან შევარჩევ მთავრობის ოპტიმალურ ვარიანტს;
  • იდეალურია პარლამენტი, სადაც სამი პარტიაა და არც ერთს მათგანს არ აქვს 50%;
  • პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, აუცილებელია, რომ კონსტიტუცია გავმართოთ;
  • ვაპირებ, გადავიდე ჩვენ მიერ შექმნილი მთავრობის ოპოზიციაში, რათა კონტროლი გავუწიო ხელისუფლებას;
  • ყველაზე მძიმე იქნება ჩემი მოსვლიდან 6 თვე, მაქსიმუმ, 1 წელი;
  • ავტორიტარიზმისგან თავდასაცავად საზოგადოების გაძლიერებას ვაპირებ;
  • ძალიან დაბალია ალბათობა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ორ-სამ წელში მოხდება, თუმცა გამორიცხული არ არის;
  • ჩვენი ტერიტორიის ოკუპაცია, მე მგონი, რუსეთსაც ყელში აქვს გაჩხერილი;
  • ნატო იდეალურია და მასთან დაახლოებას კვლავაც ვეცდები;
  • ამერიკა გვეხმარებოდა და ჩვენ ვერ გამოვიყენეთ ეს დახმარება;
  • დღეს ამერიკისთვის იმდენადვე საინტერესოა სააკაშვილი, რამდენადაც – ჩვენთვის;
  • არსებული ვითარების შექმნაში ჩემი ყველაზე დიდი ბრალეულობა და შეცდომა ტელევიზიის დახურვა იყო;
  • ვინც ვერ ახერხებდა ჩემს კრიტიკას, იმას ახლოს არ ვიკარებდი;
  • ხელისუფლებაში არც ფულისთვის მოვდივარ და არც ძალაუფლებისთვის;
  • ჩვენს პოლიტიკოსებს რიტორიკაში ვერ ვაჯობებ;
  • ყველამ ზუსტად უნდა გაარკვიოს, მე მიჭერს მხარს თუ სააკაშვილს – უნდა მოხდეს პოლარიზება, მაგრამ არა ისეთი, რომ სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოს.   

ბიძინა ივანიშვილმა ეს მოსაზრებები ია ანთაძისთვის, როგორც პოლიტიკური მიმოხილველისთვის და კერძო ჟურნალისტისთვის და არა როგორც რომელიმე მედია საშუალების წარმომადგენლისთვის, მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა. ინტერვიუს, რომელიც 21 ოქტომბერს გამოქვეყნდა, სრულად გთავაზობთ:

ბატონო ბიძინა, საზოგადოება ხედავს, რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება თქვენ წინააღმდეგ და იმ ხალხის წინააღმდეგაც, რომლებიც თქვენთან არიან დაკავშირებულნი. რას ელოდებით კიდევ?

მე ვფიქრობ, ძირითადი უკვე გააკეთეს – ნათელია, რა მეთოდებსაც გამოიყენებენ. დაიჭირეს ჩემი უახლოესი მრჩევლის და თანამშეწის – ირაკლი ღარიბაშვილის – სიმამრი, ავტომატი ჩაუდეს, როგორც ამათ ჩვევიათ. ასეთივე ხელწერით დაიჭირეს ჩემი შვილის მეგობარი, პოპულარული დიჯეი, ნარკოტიკი ჩაუდეს. “ქართუ ბანკის” საინკასაციო მანქანა დააპატიმრეს. ღამის თერთმეტის ნახევარზე ჩემს დაცვას იარაღის ჩაბარება მოსთხოვეს. შეიძლება პროკურატურა შევიდეს და დახუროს “ქართუ ბანკი”; შეიძლება, საქველმოქმედო ფონდიც დახურონ – ქველმოქმედება ქრთამად ჩამითვალონ. ჩემი შვილის ერთ მეგობარს და მის მეუღლეს მანქანები დასდევენ. შეიძლება, ჩემი ნათესავი და ახლობელი დააპატიმრონ ბანკიდან.
დღენახევარში მათ თავისი სახის ლუსტრაცია მოახდინეს იმით, რაც გააკეთეს.

პირადად თქვენი შესაძლო დეპორტის შესახებ რომ განაცხადეს, ამაზე რას იტყვით?

ამ ხელისუფლებაში მენეჯმენტი საერთოდ არ იციან. სტრუქტურები არსებობს, ხელფასებს არიგებენ, მაგრამ გადაწყვეტილებას სამი კაცი იღებს კაბინეტში. სამ კაცს უნდა, რომ ქვეყანა მართოს. ქვეყანა კი არა, პატარა საწარმო არ შეიძლება, რომ ასე იმართებოდეს. მათ რომ გადანაწილებული ჰქონდეთ ფუნქციები სამინისტროებზე, ასეთ უმეცრებას არ ჩაიდენდნენ. ისიც კი ვერ გათვალეს, რომ თუ ჩემ შემთხვევაში რაღაც მოსადავებელი კიდევ იყო, ჩემი მეუღლის მოქალაქეობასთან დაკავშირებით შეკითხვაც არ შეიძლება დაისვას.
ერთმა დეპუტატმა ქალბატონმა ახსენა 90 დღე და დეპორტაცია. ისიც კი არ იცის, რომ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს ერთი წელი აქვთ უვიზოდ ყოფნის უფლება. მათი უბედურება ის არის, რომ მაგ გუნდში ჭკვიანი კაცი არ ჩანს, რომ სწორად გააანალიზოს ვითარება. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, თქვან – ეს კაცი საშიშია სახელმწიფოსთვისო – და ჩემი დეპორტაცია გადაწყვიტონ. მაგრამ ეს არაფერს შეცვლის. ამით მხოლოდ მდგომარეობას გაიუარესებენ.

მათ უნდათ, მთ

Back to top button