ახალი ამბები

აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოს ეწვევა

აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ხუთდღიანი ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა, განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 15 ოქტომბერს.

16–20 ოქტომბერს აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში ვიზიტის დროს ბერნსი ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება, რათა „განიხილოს რეგიონში სტრატეგიული და საერთო ინტერესების მქონე საკითხები, მათ შორის რეგიონალური მშვიდობის და უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების და დემოკრატიული რეფორმის საკითხები“, განაცხადა სახელწიფო დეპარტამენტმა.

თბილისში უილიამ ბერნსი 18 ოქტომბერს ჩამოვა. 

Back to top button