ახალი ამბები

”როიტერმა” ივანიშვილითან ინტერვიუ ჩაწერა

დღეს ბიძინა ივანიშვილიმა სააგენტო ”როიტერს” ინტერვიუ მისცა – ეს მისი პირველი შეხვედრაა მედიის წარმომადგენლებთან მას შემდეგ, რაც მან პოლიტიკაში წასვლის შესახებ განაცხადა.

ამ დროისთვის ”როიტერმა” ივანიშვილის რამოდენიმე ფოტო გაავრცელა. სხვა მასალები მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ეს ივანიშვილის მეორე ინტერვიუა; პირველი მან 2005 წელს რუსულ გაზეთ "ვედომოსტის" მისცა.

”როიტერის” ჟურნალისტის თქმით, ინტერვიუს დროს, რომელიც ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, ივანიშვილმა ეკონომიკურ, საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებზე ისაუბრა.

დღესვე, ივანიშვილის შვილმა, ბერამ, YouTube-ის მეშვეობით გაავრცელა მისი ახალი სიმღერის კლიპი, რომელსაც, მისივე თქმით, მამამისის გადაწყვეტილებას უძღვნის.

Back to top button