
ახალი ამბები
სამინისტროებს გრანტების გაცემის უფლება მიენიჭათ
სამინისტროები დაემატა იმ დონორების ნუსხას, რომლებსაც გრანტების გაცემის უფლება აქვთ.
გრანტების შესახებ კანონში შესაბამისი დამატება დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, სამინისტროების მიერ გაცემული სახელმწიფო დაფინანსება კონკრეტული პროექტის განხორციელებას მოხმარდება და შემოიფარგლება განსაზღვრული ვადით და პირობებით.
ხელისუფლების ორგანოებთან ერთად, კანონის თანახმად, გრანტები მიმღებნი შეიძლება იყვნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები (არასამეწარმეო იურიდიული პირები), საქართველოს მოქალაქეები და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების მქონე პირები.