
ახალი ამბები
თბილისში 7 ოქტომბერი დასვენების დღე იქნება
2011 წლის 7 ოქტომბერი, მხოლოდ თბილისში, დასვენების დღედ გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ამ თხოვნით თბილისის მერიამ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართა.
მერიამ ეს თხოვნა „თბილისობის“ დღესასწაულით ახსნა, რომელიც 7, 8, 9 ოქტომბერს გაიმართება. თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ იმავე 7 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე საჯარო სიტყვას წარმოთქვამს საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელიც თბილისს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვევა.