
სააკაშვილი: პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება ქუთაისში 2012 წლის 26 მაისს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ „პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება ქუთაისში 2012 წლის 26 მაისს“.
4 ოქტოქუთაისში იუსტიციის ახალი სახლის გახსნის შემდეგ მან ეს განცხადება ისე გააკეთა, რომ არ დააკონკრეტა გულისხმობდა მოქმედ პარლამენტს თუ მომდევნო მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს პირველ შეკრებას.
კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების 4–წლიანი ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. ამჟამინდელი პარლამენტი არჩეულია 2008 წლის მაისში.
“ჩვენი დაპირება, ჩვენი გეგმა, რომ ქუთაისი გახდეს საქართველოს არა მხოლოდ საპარლამენტო დედაქალაქი, არამედ მეორე დედაქალაქი, რეალურად და ეს ნიშნავს იმას, რომ აქ ბევრი ფუნქცია გადმოვიდეს, სრულდება რეალობაში“, – განუცხადა 4 ოქტომბერს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ქუთაისში პარლამენტის ახალ შენობასთან ერთად, ასევე შენდება მთავრობის სახლი, რომელსაც, მისი თქმით, „მე ჩავიბარებ 23 ნოემბერს“ და „ამას წყალი არ გაუვა“.
„ეს იქნება პარლამენტის მიერ დაკომპლექტებული მთავრობა, ახალი კონსტიტუციით (რომელიც 2013 წელს პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ამოქმედდება) და ამიტომ ეს მთავრობა მუდმივად ახლოს უნდა იყოს პარლამენტთან, მუდმივად უნდა აბაროს ანგარიში“, – აღნიშნა მან.
მან ასევე განაცხადა, რომ „პრობემატურია“, რომ კონტროლის პალატა ჯერ მხოლოდ ნაწილობრივ ფუნქციონირებს ქუთაისში, მაგრამ პარლამენტის გადმოსვლასთან ერთად გეგმაშია მისი სრულად გადაყვანა.