
საქსტატი: წლიურმა ინფლაციამ 4.6%–ი შეადგინა
"საქსტატმა" 3 ოქტომბერს განაცხადა, რომ სექტემბერში წლიური ინფლაცია 4.6%–მდე შემცირდა აგვისტოში არსებული 7.2%–დან, ხოლო სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.6%–ით გაიზარდა.
საწვავისა და ტრანსპორტის ფასები ინფლაციის განმსაზღვრელ წამყვან მიმართულებებად რჩება. სექტემბერში სატრანსპორტო მომსახურების ფასები 23.8%–ით (იგივე მაჩვენებელი დაფიქსირდა აგვისტოში), ხოლო საწვავის ღირებულება 17.3%–ით (20.5%–იანი ზრდა აგვისტოში) გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
საკვების და უალკოჰოლო სასმელების ფასების ზრდამ სექტემბერში 5.8% შეადგინა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით; აგვისტოში ეს მაჩვენებელი 12% იყო. ფასების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა ხორცზე (24.9%); შაქარზე (15.7%); რძეზე, ყველზე და კვერცხე (11.2%).
"საქსტატის" ინფორმაციით, სექტემბერში კავშირგაბმულობაზე ფასების კლებამ 7.6% შეადგინა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.