ახალი ამბები

თელავის შუალედურ არჩევნებზე ამომრჩეველთა „საშუალო“ აქტივობა დაფიქსირდა

ამომრჩეველთა აქტივობა თელავის შუალედურ არჩევნებზე „საშუალო“ და „სერიოზულ დარღვევებს“ ადგილი არ ჰქონია, განაცხადა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.

ცესკო–ს ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ საბოლოო განცხადება ჯერ არ გაუკეთებია; ადგილობრივი დროით 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 25.8%–ს შეადგენდა. თელავის ოლქში, დაახლოებით, 56 900 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდეს, რაიმე მინიმალური ბარიერი არ არსებობს.

ნაციონალური მოძრაობის, ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის და მრეწველთა კანდიდატები არჩევნებში პარლამენტში მაჟორიტარის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად იბრძოდნენ.

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელიც თელავის შუალედურ არჩევნებს აკვირდებოდა, განაცხადა, რომ პროცედურული ხარვეზების უმეტესობა სოფელ ყარაჯალას რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა. ეს სოფელი, ძირითადად, ეთნიკური აზერბაიჯანელებით არის დასახლებული. „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ამომრჩევლები ვერ ახერხებდნენ ქართულ ენაზე დაბეჭდილი ბიულეტენების მეშვეობით ხმის დამოუკიდებლად მიცემას და ამას ოჯახის წევრების ან სხვა ამომრჩევლების დახმარებით აკეთებდნენ, რომლის დროსაც ხშირად მიუთითებდნენ ერთმანეთს, თუ რომელი კანდიდატისთვის უნდა მიეცათ ხმა.

თელავის მაჟორიტარის ადგილი პარლამენტში მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გია არსენიშვილი, რომელიც ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტს ხელმძღვანელობდა, 2010 წლის ნოემბერში გულის შეტევით გარდაიცვალა.

 

Back to top button