
ახალი ამბები
თბილისის ცენტრში სარკოზის საჯარო გამოსვლა იგეგმება
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი 7 ოქტომბერს თავისი სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა.
საფრანგეთის საელჩომ საქართველოში დღეს თავისი Facebook-ის გვერდზე განაცხადა, რომ პრეზიდენტი სარკოზი 7 ოქტომბერს, 17:30 საათზე სიტყვით მიმართავს თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას.
იმავე განცხადებაში საელჩომ მოუწოდა ყველა იმ პირს, ვისაც სურვილი აქვს დაესწროს საჯარო გამოსვლას, რომელზე დასწრებაც თავისუფალია, თავისუფლების მოედანზე 17:00 საათიდან შეიკრიბონ.
2005 წლის მაისში საქართველოში ვიზიტის დროს აშშ–ის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა სწორედ თავისუფლების მოედანზე მიმართა იქ შეკრებილ ათასობით ადამიანს.