
ახალი ამბები
რუსეთმა სოხუმს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ 28 სექტემბერს სოხუმს 116 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა, იტყობინება „აფსნიპრესი“.
ცხრა სატვირთო მანქანისაგან შემდგარმა კოლონამ სოხუმში საკვები პროდუქტები და ორი მოძრავი ელექტროსადგური ჩაიტანა.
ანალოგიური ჰუმანიტარული ტვირთი რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ 24 აგვისტოს ცხინვალშიც ჩაიტანა.