ახალი ამბები

ბოკერია მედვედევსა და პუტინს შორის ადგილების გაცვლის შესახებ

კრემლში ხელმძღვანელობის მომავალ წელს დაგეგმილი ცვლა, რომლის დროსაც პრეზიდენტი მედვედევი და პრემიერ–მინისტრი პუტინი ადგილებს გაცვლიან, მოსკოვის „აგრესიულ“ პოლიტიკას მისი მეზობლების მიმართ არ შეცვლის, რადგანაც ისედაც პუტინი განაგებდა ყველაფერს, განუცხადა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ The Cable–ს, ჟურნალ Foreign Policy-ს ბლოგს 27 სექტემბერს.     

„მთელი ამ დროის განმავლობაში ნათელი იყო, რომ პრემიერ–მინისტრი პუტინი განაგებდა ყველაფერს. რუსეთის პოლიტიკა საქართველოს და მისი სხვა მეზობლების მიმართ არ შეცვლილა და სამწუხაროდ, არ არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ ის უახლოეს მომავალში შეიცვლება“, – განაცხადა ბოკერიამ, "ის ისევ აგრესიული იქნება, როგორიც იყო“. 

„იმ მიმომხილველებს, რომელთაც რაღაც ილუზიები გააჩნდათ იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული შიდა დაძაბულობა არსებობდა, რაც ჩვენ ყოველთვის არასერიოზულად მიგვაჩნდა, ეს თვალებს აუხელს“, – განაცხადა ბოკერიამ, "ის გზა, რომლითაც ის [დაგეგმილი საკადრო გადაადგილება] იქნა მიწოდებული, შეურაცხმყოფელია რუსეთის მოქალაქეებისთვის“.

Back to top button