ახალი ამბები

ვაშაძე ახალ ზელანდიას, ავსტრალიასა და ფიჯის ეწვევა

საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ახალ ზელანდიას, ავსტრალიასა და ფიჯის ეწვევა 28 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე პერიოდში, განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ სამშაბათს.

ვიზიტის ფარგლებში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი სტუმრობა იქნება ამ რეგიონში, ვაშაძე სამივე ქვეყნიდან კოლეგებს შეხვდება.

ვიზიტი ხორციელდება მას შემდეგ, რაც ჯერ ერთი თვეც არ არის გასული, როცა საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ხელმძღვანელობით სტუმრობდა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას –  ამ ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო „ორმხრივი კონტაქტების განვითარება წყნარი ოკეანის რეგიონის წამყვან სახელმწიფოებთან, რაც ხელს შეუწყობს მთლიანად რეგიონში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის განვითარებას“.

გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი ხორციელდება მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ტუვალუმ, წყნარი ოკეანის ამ კუნძულოვანმა სახელმწიფომ, სოხუმისა და ცხინვალის ცნობით, მათი დამოუკიდებლობა აღიარა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც ტუვალუსთან დიპლომატიური ურთიერთობები თებერვალში დაამყარა, ამ ცნობაზე დაუყოვნებლივი რეაგირება არ მოუხდენია. სამინისტრომ 26 სექტემბერს განაცხადა, რომ ის „ამ საკითხთან მიმართებაში არის მონიტორინგის რეჟიმში" და  "საბოლოო შედეგის შესაბამისი იქნება ჩვენი რეაქციაც".

მსგავსი/Related

Back to top button