ახალი ამბები

აფხაზეთს ახალი პრემიერ–მინისტრი ჰყავს

ინაუგურაციის მეორე დღეს აფხაზეთის ახალმა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა 27 სექტემბერს სეპარატისტული რეგიონის პრემიერ–მინისტრად ლეონიდ ლაკერბაია დანიშნა, რომელმაც ამ პოსტზე პრეზიდენტობის ერთ–ერთი პრეტენდენტი სერგეი შამბა შეცვალა, იტყობინება „აფსნიპრესი“.

ლაკერბაია ვეტერანი პოლიტიკოსია, რომელსაც სეპარატისტული რეგიონის მთავრობაში 90–იანი წლების დასაწყისიდან სხვადასხვა თანამდებობები ეკავა; 1992–1995 წლებში იგი პირველი ვიცე–პრემიერი იყო და 2005 წლიდან კვლავ ეს პოსტი ეკავა. ხოლო შუალედში, 90–იანი წლების შუაში საგარეო საქმეთა მინისტრად მსახურობდა, 90–იან და 2000–2002 წლებში კი დეპუტატად იქნა არჩეული.

სერგეი შამბამ, ასევე ვეტერანმა პოლიტიკოსმა, განაცხადა 26 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც მან ხმების 21% მოიპოვა, რომ იგი პოლიტიკიდან წასვლას გეგმავდა.

სეპარატისტული რეგიონის მთავრობის სხვა მინისტრებმაც დაწერეს გადადგომის შესახებ განცხადებები, თუმცა თავიანთი მოვალეობების შესრულებას განაგრძობენ, სანამ ახალი პრემიერ–მინისტრი კაბინეტის ახალ შემადგენლობას წარადგენს.    

 

მსგავსი/Related

Back to top button