
სააკაშვილი პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების მოთხოვნის შესახებ
აშშ–ის პოზიციის მსგავსად, რომელიც ეწინააღმდეგება პალესტინის მოთხოვნას, რომ გაეროს უშიშროების საბჭოზე სახელმწიფოებრიობის აღიარება მოიპოვოს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მართალია პალესტინას აქვს სახელმწიფოებრიობის უფლება, მაგრამ ეს საკითხი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს.
„ჩვენ ნამდვილად გვჯერა, რომ პირველ რიგში ისრაელს გააჩნია უსაფრთხოების და უსაფრთხო არსებობის უფლება; ასევე პალესტინას აქვს სახელმწიფოებრიობის უფლება; არავის ეპარება ეჭვი ამაში და რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან თანავუგრძნობთ პალესტინელი ხალხის გაჭირვებას“, – განაცხადა ამჟამად ნიუ–იორკში მყოფმა სააკაშვილმა MSNBC-ის გადაცემაში Morning Joe საუბრისას.
„მეორე მხრივ, ჩვენ გვჯერა მოლაპარაკებების და პოზიცია სავსებით ნათელია: ამგვარი საკითხების მოგვარება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც ორივე მხარე დათანხმდება ამაზე. ვიმედოვნებ, რომ მეტი და მეტი სტიმული იქნება… იმისათვის, რომ საკითხი მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს, რადგანაც ხალხისთვის ვითარება რეალურად უნდა შეიცვალოს, და არა მხოლოდ ქაღალდზე“, – განაცხადა მან.
This post is also available in: English Русский