We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო თბილისის ბრალდება, რომ რუსულმა სამხედრო ვერტმფრენებმა საქართველოს საჰაეროს სივრცე დაარღვიეს 7 სექტემბერს.

“რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაციას არ განუხორციელებია ფრენები რუსეთ–საქართველოს საზღვარზე სოფელ შატილთან, ტანიეს ხეობაში“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების მიერ 8 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

“სამხედრო დანიშნულების საავიაციო ტექნიკის ფრენები ობიექტური კონტროლის საშუალებებით ფიქსირდება და ხორციელდება საერთაშორისო საჰაერო სივრცის გამოყენების საერთაშორისო წესებთან მკაცრ შესაბამისობაში, სხვა ქვეყნის საზღვრის დარღვევის გარეშე“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

Back to top button