ახალი ამბები

საქართველო და ყატარი საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობას განიხილავენ

8–9 სექტემბერს ბათუმში საქართველოსა და ყატარის დელეგაციები ორ ქვეყანას შორის საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ყატარის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში ორ ქვეყანას შორის საზღვაო სფეროში თავისუფალი ნაოსნობის პრინციპებზე დაფუძნებული თანამშრომლობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.  

თებერვალში საქართველომ და ყატარმა საჰაერო მიმოსვლის სფეროში გააფორმეს შეთანხმება, რომელიც „ღია ცის“ პრინციპს ეფუძნება და ორ ქვეყანას შორის შეუზღუდავი ფრენების განხორციელებას ითვალისწინებს. Qatar Airways-მა, რომელსაც საქართველოში ფრენები 30 ნოემბერს უნდა დაეწყო, აგვისტოში განაცხადა, რეისების განხორციელების დაწყება 2012 წლის 1 თებერვლისთვის გადადო.

 

Back to top button