ახალი ამბები

საქართველო რუსეთში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღრმა მწუხარება გამოთქვა 7 სექტემბერს, რუსეთის ქალაქ იაროსლავლთან, ავიაკატასტროფის შედეგად 43 ადამიანის დაღუპვის გამო.

თვითმფრინავი, რომლითაც იაროსლავლის ლოკომოტივის ჰოკეისტების გუნდი მგზავრობდა, 7 სექტემბერს ჩამოვარდა.

ბორტზე მყოფი 11–ვე უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ჰოკეის გუნდის კანადელი მწვრთნელი, შვედი, ჩეხი, ლატვიელი და სლოვაკი მოთამაშეები. 

რუსეთის ყინულის ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტს სამძიმრის წერილი საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ფედერაციამაც გაუგზავნა.

ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა კი მომხდარს ”ჩვენი სპორტის ინსტორიაში ყველაზე ბნელი დღე” უწოდა.

Back to top button