
ახალი ამბები
სააკაშვილი პოლონეთს სტუმრობს
პრეზიდენტი სააკაშვილი პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის პრემიერ–მინისტრს დონალდ ტუსკსა და მოლდოვას პრემიერს ვლად ფილატს შეხვდება, იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია 7 სექტემბერს.
ამავე ცნობით, სააკაშვილი პოლონეთის ქალაქ ნოვისაჩში ახალგაზრდა ლიდერთა საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა, მოგვიანებით კი ქალაქ კრინიცაში გადაინაცვლებს, სადაც საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება.