
ახალი ამბები
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა ხევსურეთში
თავდაცვის სამინისტროს საავიაციო ბაზის კუთვნილი ვერტმფრენი მი-8, რომელიც ფრენას ვიდეო გადაღების მიზნით ახორციელებდა, ხევსურეთში 6 სექტემბერს ჩამოვარდა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვერტმფრენში მყოფი სამი მფრინავის და ქართველი და უცხოელი მოქალაქეებისგან შემდგარი რვა კაციანი გადამღები ჯგუფის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„მფრინავმა დაბალ სიმაღლეზე, დაფრენის დროს დაკარგა მართვა, რაც ქარის მიმართულების მკვეთრმა ცვალებადობამ გამოიწვია“, – აცხადებს თავდაცვის სამინისტრო და იქვე აღნიშნავს, რომ მომხდარს სამხედრო პოლიცია იძიებს.