ახალი ამბები

სოხუმი ‘პრეზიდენტის მოკრძალებულ ინაუგურაციას’ გეგმავს

აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, რეგიონის ახლად არჩეული ლიდერის, ალექსანდრე ანქვაბის ინაუგურაცია 26 სექტემბერს მოკრძალებულად ჩატარდება მისი წინამორბედის სერგეი ბაღაფშის გარდაცვალების გამო, რამაც ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება განაპირობა მომხდარიდან სამი თვის თავზე – 26 აგვისტოს.

“ალექსანდრე ანქვაბი საჭიროდ მიიჩნევს, რომ ეს პროცედურა ჩატარდეს მოკრძალებულად, განსაკუთრებული საზეიმო ღონისძიებების გარეშე. ამიტომ ამჯერად ინაუგურაციაზე სტუმრები არ იქნებიან მოწვეულნი“, – განაცხადა კრისტიან ბჟანიამ, სეპარატისტული ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

“აფსნიპრესი“ 5 სექტემბერს იტყობინებოდა, რომ ცერემონიას დეპუტატები და აფხაზეთის უზენაესი სასამართლოს წევრები დაესწრებიან.

მსგავსი/Related

Back to top button