
ახალი ამბები
რუსეთის პატრიარქმა ანქვაბს გამარჯვება მიულოცა
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კირილმა „გულწრფელი მილოცვის“ წერილი გაუგზავნა ალექსანდრე ანქვაბს „აფხაზეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებასთან“ დაკავშირებით.
“თქვენი აქტიური სამოქალაქო პოზიციის მხარდაჭერა და მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების აღიარება მეტყველებს აფხაზეთის მოსახლეობის მისწრაფებაზე იაროს მშვიდობის, ერთაშორის თანამშრომლობის განვითარების, სოციალური და სულიერი ცხოვრების დონის ამაღლების გზით. გამოვხატავ იმედს იმისას, რომ მრავალსაუკუნოვანი კულტურული და რელიგიური ტრადიციები, რომლებიც აკავშირებს მოძმე ხალხებს, მყარი ფუნდამენტი იქნება მათი ფართო ურთიერთქმედებისთვის“, – განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.