ახალი ამბები

აშშ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს

ნატოსა და ევროკავშირის მსგავსად, აშშ არ აღიარებს სეპარატისტულ აფხაზეთში 26 აგვისტოს ჩატარებული ე.წ. არჩევნების შედეგებს და იმეორებს მხარდაჭერას საქართველოს მთლიანობის მიმართ.

“პირველ რიგში 26 აგვისტოს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით აფხაზეთში, შეერთებული შტატები არ აღიარებს  საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას ან შედეგებს“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა 29 აგვისტოს პრესკონფერენციის დაწყებისთანავე.

“ჩვენ ვიმეორებთ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს ყველა მისი ვალდებულება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, მათ შორის ძალების კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე გაყვანის და ჰუმანიტარული დახმარების ტერიტორიებზე დაშვების მხრივ“, – აღნიშნა მან.

Back to top button