ახალი ამბები

ბაქრაძე სინგაპურს, ავსტრალიას და ახალ ზელანდიას ეწვევა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ხელმძღვანელობით მიმდინარე კვირაში სინგაპურს, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას ეწვევა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, 30 აგვისტოს ბაქრაძე სინგაპურში ადგილობრივ ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებს განიხილავს.

საპარლამენტო დელეგაცია ავსტრალიაში 2–4 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით გადაინაცვლებს, სადაც შეხვედრებს გამართავს ავსტრალიის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერთან ჰენრი ალფრედ  ჯენკინსთან და სხვა კოლეგებთან.

6–8 სექტემბერს ქართველი დეპუტატები ახალ ზელანდიას ეწვევიან, სადაც დავით ბაქრაძე თავი კოლეგას ლოქვუდ სმიტს და სხვა წამყვან დეპუტატებს შეხვდება.

"ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ვიზიტების ძირითადი მიზანია ორმხირივი კონტაქტების განვითარება წყნარი ოკეანის რეგიონის წამყვან სახელმწიფოებთან, რაც ხელს შეუწყობს მთლიანად რეგიონში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის განვითარებას“, – განაცხადა პარლამენტის პრესსამსახურმა.

Back to top button