ახალი ამბები

ვაშაძე ბრაზილიას სტუმრობს

მიმდინარე კვირის დასაწყისში მექსიკაში ვიზიტის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 25–26 აგვისტოს ბრაზილიას სტუმრობს.

ვიზიტის ფარგლებში ვაშაძე ბრაზილიის ენერგეტიკისა და წიაღისეულის მინისტრს ედისონ ლობაოს შეხვდა და საქართველოს ჰიდროენერგეტიკულ სექტორში ბრაზილიის მსხვილი კომპანიების მიერ ინვესტიციების განხორციელების პოტენციალი განიხილა, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება. 26 აგვისტოს გრიგოლ ვაშაძე თავის ბრაზილიელ კოლეგას ანტონიო დე აგიარ პატრიოტას შეხვდება.

ვაშაძე ასევე შეხვდა სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ბრაზილიაში აკრედიტებულ ელჩებს, განაცხადა საგარეო უწყებამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 22–23 აგვისტოს მექსიკას სტუმრობდა, სადაც იგი თავის კოლეგას პატრიცია ესპინიზას შეხვდა.

 

მსგავსი/Related

Back to top button