
ახალი ამბები
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრი ცხინვალში ჩავიდა
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრი სერგეი შოიგუ 24 აგვისტოს ცხინვალში ჩავიდა სეპარატისტული რეგიონისათვის 116 ტონა ჰუმანიტარული ტვირთის გადაცემის ცერემონიაზე დასასწრებად.
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს 11 სატვირთო მანქანისაგან შემდგარმა კოლონამ ცხინვალში ორი მოძრავი ელექტროსადგური და საკვები პროდუქტები ჩაიტანა.
სეპარატისტული რეგიონის პრემიერ–მინისტრი ვადიმ ბროვცევი და საგანგებო სიტუაციათა მინისტრი ანატოლი ბიბილოვი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვმა ცხინვალის რეგიონის ლიდერად შეარჩია, ასევე ესწრებოდნენ ცერემონიას. ამ ღონისძიებას რეგიონის ამჟამინდელი ლიდერი ედუარდ კოკოითი არ დასწრებია.