ახალი ამბები

ვაშაძე ვმო–ს ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 20 აგვისტოს ზალცბურგში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) გენერალურ დირექტორს პასკალ ლემის შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის დროს, რომელიც საერთაშორისო კონფერენციის Salzburg Trilogue 2011–ის ფარგლებში გაიმართა, ვაშაძემ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოსა და რუსეთს შორის შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების საკითხზე იმსჯელა.

თბილისსა და მოსკოვს შორის ვმო–ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი სექტემბრის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.

 

მსგავსი/Related

Back to top button