ახალი ამბები

ბადრი ბიწაძეს დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 აგვისტოს ნინო ბურჯანაძის მეუღლეს და სასაზღვრო პოლიციის ყოფილ უფროსს, ბადრი ბიწაძეს 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

სასამართლომ ბადრი ბიწაძე, რომელიც ამჟამად იძებნება სამართალდამცავების მიერ, დამნაშავედ სცნო „ნახევრად გასამხედროებული ჯგუფის“ შექმნაში, რომლის მიზანიც იყო „პოლიციის მუშაკებზე თავდასხმის მოწყობა, რაც უნდა გადაზრდილიყო მაშტაბურ ფიზიკურ დაპირისპირებაში“ მაისის ქუჩის საპროტესტო აქციების დროს.

ბიწაძის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათი კლიენტის წინააღმდეგ ბრალდებები შეთითხნილია და რომ ბიწაძის წინააღმდეგ ბრალდების მხარის მთავარი მოწმის ჩვენება ზეწოლის გზით იქნა მოპოვებული და უამრავ შეუსაბამობას შეიცავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button