ახალი ამბები

ცხინვალში საპრეზიდენტო არჩევნები 13 ნოემბერს გაიმართება

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნებს 13 ნოემბერს გამართავს. შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტი სეპარატისტული პარლამენტის პრეზიდიუმის წევრებმა 16 აგვისტოს მიიღეს.

გადაწყვეტილებას სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პარლამენტი ოთხშაბათს დაამტკიცებს.

სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითს მესამე ვადით კენჭისყრის უფლება არ გააჩნია.

საპრეზიდენტო არჩევნების ეს ვადა მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც გასულ კვირას გამოცხადდა, რომ სეპარატისტული რეგიონი 13 ნოემბერს რეფერენდუმს გამართავს იმასთან დაკავშირებით, გახდეს თუ არა რუსული ენა, ოსურთან ერთად, სახელმწიფო ენა. 

მსგავსი/Related

Back to top button