ახალი ამბები

აფხაზეთის ომის ვეტერანთა კავშირი არჩევნებზე ანქვაბს უჭერს მხარს

აფხაზეთის ომის ვეტერანთა კავშირმა „ამცახარამ“ განაცხადა, რომ 26 აგვისტოს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ვიცე–პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბს უჭერს მხარს, განაცხადა „აფსნიპრესმა“ 3 აგვისტოს.

ანქვაბს მომავალ არჩევნებზე მმართველმა პარტიამაც გამოუცხადა მხარდაჭერა.

26 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ასევე მონაწილეობენ სეპარატისტული რეგიონის პრემიერ–მინისტრი სერგეი შამბა და ყოფილი ვიცე–პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.

 

Back to top button