ახალი ამბები

გილაური ინფლაციის ერთნიშნა ნიშნულამდე შემცირებას მიესალმება

პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური ივლისში წლიური ინფლაციის 8.5%–მდე შემცირებას მიესალმა და განაცხადა, რომ მისი პროგნოზით, ინფლაციური წნეხის შემცირება მომავალი თვეების განმავლობაშიც გაგრძელდება.

"წლის დასაწყისში ინფლაცია ერთ–ერთი მთავარი მაკროეკონომიკური პრობლემა გვქონდა“, – განაცხადა მან 4 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე, „თუმცა, როგორც ჩვენ ვპროგნოზირებდით, საერთაშორისო ბაზრებზე ფასები დაეცა და შესაბამისად, იგივე მოხდა საქართველოშიც. რეალურად ფასები შემცირებულია, ძირითადად, სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, რამაც გამოიწვია სწორედ ინფლაციის ერთნიშნა ციფრზე დაყვანა“.

3 აგვისტოს „საქსტატმა“ განაცხადა, რომ ივლისში წლიური ინფლაციის დონე 8.5%–მდე შემცირდა ივნისში დაფიქსირებული 10%–დან.

Back to top button